ახალი ამბები

ნოღაიდელი ქუვეითურ ინვესტიციებს ოპტიმიზმით უყურებს

ქუვეითში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქუვეითის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ისეთ პროექტებში, როგორიცაა ავტობანისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. 


”ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მხარდაჭერა ქუვეითის ამირას, მთავრობის მხრიდან, ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ქუვეითელ ინვესტორებთან. დღევანდელი დღით არ დაწყებულა ეს მუშაობა და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, პირდაპირ გეტყვით, ყველა პროექტზე”, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა.


პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ქუვეითში დღეს გაემგზავრა, სადაც უკვე შეხვდა ქუვეითის ამირას შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და არაბთა ეკონომიკური განვითარების ფონდში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button