skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საელჩოს თანამშრომლების გამგზავრებას განაგრძობს

თბილისში რუსეთის საელჩოში ორი დიპლომატი და დაცვა დარჩება მას შემდეგ, რაც საელჩოს დანარჩენი თანამშრომლები 30 სექტემბერს რუსეთში გაემგზავრებიან, იტყობინებიან “რია ნოვოსტი” და “ინტერფაქსი”.


საელჩოს თანამშრომლების ერთი ნაწილი, ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკოს ჩათვლით, და მათი ოჯახების წევრები, მოსკოვში 29 სექტემბერს გაემგზავრნენ, რითაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრების საპასუხოდ, თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაცია“ დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ამ ნაბიჯს “ისტერიკა“ უწოდა.


ამასობაში, საქართველოს პოლიციას კვლავ ალყაში ჰყავს მოქცეული ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბი, რომელიც თბილისშია განთავსებული. საქართველო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი რუსი ოფიცრის გადმოცემას ითხოვს, რომელიც სავარაუდოდ შტაბს აფარებს თავს. თუმცა, რუსეთი ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button