
ახალი ამბები
სოხუმი უარყოფს თბილისის წინადადებებს სამშვიდობო გეგმის თაობაზე
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ივნისს განაცხადა, რომ სოხუმი არასოდეს დათმობს “სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.
9 ივნისს თბილისმა გაახმოვანა თავისი გეგმა, რომელიც აფხაზეთს “ფედერალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით ფართო შიდა სუვერენიტეტს“ სთავაზობს.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ სოხუმის მიერ ამ წინადადების უარყოფა მოულოდნელი არ იყო და გაგრძელდება მოლაპარაკებები პოზიციების დაახლოების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)