skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი სამშვიდობოების როტაციას “თავხედურს“ უწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოების როტაციას “თავხედური“ უწოდა და განაცხადა, რომ ამით რუსეთმა დემონსტრირება მოახდინა იმის, რომ “საქართველოსთან დადებული შეთანხმებები არ აინტერესებს“.  
 
როტაცია ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსი სამშვიდობოების ბატალიონში 30 მაისს განხორციელდა. 500 სამშვიდობო ცხინვალის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბის გავლით შევიდა, რასაც  თბილისის პროტესტი მოჰყვა. ამასთან, ქართული მხარის მტკიცებით, რუსი სამშვიდობოების როტაცია თბილისში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული არ ყოფილა. 
 
“რუსეთმა ცხინვალის რეგიონში განახორციელა ე.წ. სამშვიდობოების როტაცია… თავხედურად, ორმხრივი შეთანხმებების სრული დარღვევით“, – განაცხადა 31 მაისს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდლემა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button