
კობა ბექაურს დეპუტატის უფლებამოსილება მოუხსნეს
დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ბექაურისათვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე.
კობა ბექაურმა პარლამენტიდან წასვლის შესახებ განცხადება 18 თებერვალს მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ტერმინალ “ოპიზაში“ უკანონო ინტერესები პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არ დაადასტურა. ბექაურის ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა ასევე მისი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან მაია ნადირაძესთან დაპირისპირების შესახებ.
კობა ბექაურის უკანონო ბიზნეს–ინტერესებზე სტუდია “რეპორტიორის“ მიერ გადაღებული ფილმი ტელეკომპანია „202“–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ბექაურის განცხადებით, რამიშვილი მას ფულს სძალავდა ფილმის არ გაშვების სანაცვლოდ. თუმცა რამიშვილი, რომლის სასამართლო პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს, აცხადებს, რომ ბექაური თვეების მანძილზე თავად სთავაზობდა თანხას, რათა მისი საწინააღმდეგო ფილმი ეთერში არ გასულიყო.