ახალი ამბები

ოქრუაშვილი იმედოვნებს, რომ 2006 წელს საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადავა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ წელს საქართველო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმიდან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადავა.


ოქრუაშვილმა ეს განცხადება მიუნჰენში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


“დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას“, – განუცხადა ოქრუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნჰენში.


ნატოს შემფასებელი ჯგუფი საქართველოში მარტში ჩამოვა და საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას შეაფასებს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 თებერვალს მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ღია კარის პოლიტიკის განხორციელებით “საქართველოს და უკრაინის მსგავსი ერებისთვის, გვჯერა, რომ ალიანსი უფრო ძლიერდება“.


“ამიტომაც, გვჯერა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმაში ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭება სარგებელს მოუტანს საქართველოს და უკრაინას და დანარჩენ ევროპას“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button