ახალი ამბები

ცხინვალი მოქალაქის სიკვდილის მიზეზად თბილისის “ანტიოსურ კამპანიას“ ასახელებს

31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო “ქართულ სოფელ კეხვში რუსეთის მოქალაქის, ჯავის რაიონში მცხოვრები ვიტალი ბიტიევის მკვლელობის  ფაქტი, როგორც პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების ანტიოსური კამპანიისა“.  


განცხადების თანახმად, 33 წლის ბიტიევი 26 იანვარს სოფელ კეხვში გაიტაცეს და ორი დღე იქ ჰყავდათ, სადაც იგი “სასტიკი ცემისგან“ გარდაიცვალა. სამხრეთ ოსეთის მხარე ასევე აცხადებს, რომ ინციდენტი “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების უკანონო საგუშაგოს“ მახლობლად მოხდა.


“მიუხედავად ქართულ და ოსურ მხარეებს შორის არსებული შეთანხმებისა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის თაობაზე, ოსი გამომძიებლები შემთხვევის ადგილას არ დაუშვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button