skip to content
ახალი ამბები

თბილისი მოუწოდებს რუსეთს სწრაფი რეაგირება მოახდინოს კრიზისზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამჟამად არსებულ კრიზისზე, რაც საქართველოსთვის გაზის შეწყვეტას უკავშირდება. 


ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს გაზის მიწოდება შეუმცირა, რასაც ავტომატურად მოყვა საქართველოსთვის აზერბაიჯანის გავლით მიწოდებული გაზის შემცირება.


რუსეთის მხარემ გაზის რაოდენობის შემცირების მოტივად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე კომპრესორის დაზიანება დაასახელა. ამ ინციდენტმა კიდევ უფრო გაამწვავა ენერგოკრიზისი საქართველოში.


„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ახსნა-განმარტებების მოთხოვნას  „გაზპრომისა“ და რუსეთის მთავრობის სხვა ოფიციალური პირებისგან, თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით არ ისმის“, – აცხადებს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button