ახალი ამბები

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის გამგებელი გაიტაცეს

ქართული მედიის ცნობით, 9 იანვარს საღამოს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის გამგებლის ზაირა ეხვაიას ოჯახზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რის შედეგადაც გატაცებული იქნა ზაირა ეხვაია. მის დასაბრუნებლად გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 100 ათასი აშშ დოლარი უკვე მოითხოვეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს დაგმო ეს კრიმინალური ფაქტი, რომელიც “მოხდა სოფელ ნაბაკევში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების №209 საგუშაგოდან 300 მეტრის დაშორებით და რუსმა “მშვიდობისყოფელებმა”არავითარი ზომები არ მიიღეს ინციდენტის აღმოსაფხვრელად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button