skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: 2006 წელი ბევრ რამეს განსაზღვრავს

თავის წინასაახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წელს ქვეყნისათვის წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ 2006 წელი “ბევრ რამეს განსაზღვრავს“ საქართველოსთვის.   


მისი თქმით, 2005 წელს ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა. “ამ პერიოდში ჩვენმა ერმა შეცვალა უკანონობა კანონით, ქაოსი – წესრიგით“, – განაცხადა სააკაშვილმა 31 დეკემბრის სატელევიზიო მიმართვაში.


პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 2005 წელი “დიდი სტუმრების წელიწადი იყო“ და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში.


მან ასევე ისაუბრა უკრაინასთან ერთად დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის შექმნის მნიშვნელობაზე.


“ამ თანამეგობრობის მიზანი არის პოსტ-იმპერიული სამყაროს საბოლოო გათავისუფლება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. “ჩვენი მტერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ბრძოლისთვის ემზადება … ის უკვე ცდილობს ყველანაირად, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ააცდინოს“, – დასძინა სააკაშვილმა.


“მაგრამ ჩვენ არ უნდა შევშინდეთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button