skip to content
ახალი ამბები

ფოთი-ბაქო-ალტაუ-ალმაათის მიმართულებით სატვირთო მატარებლის მიმოსვლა დაიწყო

დღეს ფოთში ახალი სარკინიგზო მარშუტის ფოთი-ბაქო-ალტაუ-ალმაათის გახსნის საზეიმო ცერემონიალი შედგა, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


რკინიგზის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 24–ვაგონიანი საკონტეინერო მარშრუტი ფოთი-ალმაათის მიმართულებით რეგულარულად, თვეში ორჯერ განხორციელდება.


აღნიშნული მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის, ყაზახეთის და საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელებმა 5-6 დეკემბერს თბილისში მიაღწიეს შეთანხმებას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button