skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებსა და საკრებულოს წევრებს შორის ჩხუბი მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომა 2 დეკემბერს საკრებულოს წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციონერ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.


საკრებულო 2 დეკემბრის სხდომაზე 2006 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდა. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ლეიბორისტული პარტიიდან“ სოსო შატბერაშვილმა ბიუჯეტი და ხელისუფლება გააკრიტიკა.


სხდომას ასევე ესწრებოდნენ “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, დავით ბერძენიშვილი, კახა კუკავა და მმართველი პარტიის დეპუტატები დავით კირკიტაძე და ბიძინა ბრეგაძე. მოგვიანებით, ჩხუბში ეს დეპუტატებიც ჩაერთვნენ. ჩხუბში ასევე მიიღეს მონაწილეობა მმართველი პარტიის ათობით მხარდამჭერმა, რომელთაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეღწევა შეძლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button