skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი თვითმმართველობის კანონპროექტზე მსჯელობს

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყო თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონპროექტის განხილვა, რომელიც დეპუტატებს ინიციატორმა, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანო ხუხუნაიშვილმა წარუდგინა.


კანონპროექტი, რომლის მიღების აუცილებლობაც დღის წესრიგში თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირების შემდეგ დადგა, ერთდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებს.   კერძოდ, ჩამოყალიბდება 65 რაიონული მუნიციპალიტეტი და  7 თვითმმართველი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი,  ქუთაისი, ცხინვალი.


72–ვე თვითმმართველ ერთეულში საკრებულო პროპორციული წესით 4 წლის ვადით აირჩევა, რომელიც თავისი შემადგენლობიდან აირჩევს მერს.


კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია ძირითადად იმ მოტივით, რომ მათთვის მიუღებელია რაიონული დაყოფის მიხედვით ერთდონიანი თვითმმართველობის შემოღება. თუმცა ოპოზიციას კანონპროექტის მიმართ სხვა პრინციპული შენიშვნებიც აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button