skip to content
ახალი ამბები

მაღალი დონის ფორუმი პოსტ-რევოლუციურ მოვლენებს განიხილავს

22 ნოემბერს თბილისში ორდღიანი ფორუმი “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ გაიხსნება იმ მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.


ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის, რასაც მოყვება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოლ ვოლფოვიცის და ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ვიდეო მიმართვა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ფორუმზე პოსტ-რევოლუციური რეფორმების გაკვეთილების შესახებ ისაუბრებს.


აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, ზეინო ბარანი ნიქსონის ცენტრიდან და დეპუტატი გიგა ბოკერია პოსტ-რევოლუციური საქართველოს მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ.


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი და რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, რომლებიც თბილისში 22 ნოემბერს ჩამოვლენ, ფორუმზე 23 ნოემბერს გამოვლენ სიტყვით და რეგიონალური დემოკრატიის განვითარების მიზნით  კონსოლიდაციის საჭიროებაზე იმსჯელებენ. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button