ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და რუპელმა შსკ-ს სხდომის საკითხი განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი რუპელთან, რომლის დროსაც ლიუბლიანაში ეუთოს ეგიდით გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სპეციალურ სხდომაზე ისაუბრეს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.


“მინისტრებმა წუხილი გამოთქვეს შეხვედრის უშედეგოდ დასრულების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 1992 წელს ჩამოყალიბებულმა ფორმატმა, როგორც სამშვიდობო ძალების, ასევე შერეული საკონტროლო კომისიისა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს სერიოზულ ტრანსფორმაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხდომის შედეგებიდან გამომდინარე არსებულ ფორმატში სერიოზულ პროგრესზე საუბარი ძნელია.


სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ოსური მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის შესახებ და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევებში სეპარატისტულ რეგიონს რუსეთის ღია მხარდაჭერა აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button