ახალი ამბები

საქართველო აშშ–დან და ესპანეთიდან ელჩებს გამოიწვევს

საქართველოს პარლამენტი გამოიწვევს აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში საგანგებო სრულუფლებიან ელჩს ლევან მიქელაძეს და ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლაშა ოთხმეზურს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დადებითად შეაფასა ელჩის თანამდებობაზე ლევან მიქელაძის მოღვაწეობა და ურყოფითად – ლაშა ოთხმეზურის მუშაობა.


ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც დეპუტატებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საკადრო გადაწყვეტილებების ახლობლობის პრინციპით მიღების გამო გააკრიტიკეს.


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ახალი ელჩი აშშ–ში თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე გახდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button