skip to content
ახალი ამბები

ჩრდილოეთ და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი ერთობლივ სატელიტურ არხს აარსებენ

ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თანადაფუძნებით ერთიანი ოსეთის სატელიტური არხი დაიწყებს ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში, იუწყება 25 ოქტომბერს “რეგნუმი“ ცხინვალის ხელისუფლების უცნობ წყაროზე დაყრდნობით.


საწყის ეტაპზე ეს სატელიტური არხი 8 საათის განმავლობაში გავა ეთერში, თუმცა მოგვიანებით იგი 24–საათიან მაუწყებლობაზე გადავა და გააშუქებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button