skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

დღეს პარლამენტში ახალი 17–კაციანი ოპოზიციური ფრაქციის – “დემოკრატიული ფრონტის“ – ოფიციალური პრეზენტაცია შედგა, რომელშიც 8 “კონსერვატორი“ და 6 “რესპუბლიკელი“ დეპუტატის გარდა გაერთიანდა 2 დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები  – დავით ზურაბიშვილი და გია თორთლაძე და ასევე “ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.


ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი ოპოზიციური ფრაქცია იქნება ერთგული “ვარდების რევოლუციის“ იმ იდეალებისა და პრინციპების, „რომელიც ხელისუფლების მიერ იგნორირებულია“.


“კონსერვატორების“ ერთ–ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “დემოკრატიული ფრონტი“ რაოდენობრივად და გავლენით იქნება ხელისუფლების ალტერნატივა “არამარტო პარლამენტს შიგნით, არამედ მის გარეთ“.


“რესპუბლიკელების“ წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ფრაქცია იქნება “რიგ შემთხვევებში კონსტრუქციული და საჭიროების შემთხვევაში რადიკალურიც ხელისუფლებასთან მიმართებაში“.


“დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიესალმებიან ფრაქციაში ახალი წევრების შემატებას.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ახალი ოპოზიციური ფრაქცია ვერ შეძლებს გახდეს ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button