ახალი ამბები

გიორგი არველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა

დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი არველაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.


გიორგი არველაძის განცხადებით, პარლამენტს უკვე შეუძლია დაიწყოს მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა.


გიორგი არველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მას შემდეგ უთავსებდა სადეპუტატო უფლებამოსილებას, რაც  12 ივლისს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიგი უგულავა თბილისის მერად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button