ახალი ამბები
სამხრეთ ოსური წყაროები ცხინვალის დაბომბვას იუწყებიან
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 16 ოქტომბერს 16:00 საათზე ცხინვალის ე.წ. ტექსტილის დასახლებაში ორი 120 მმ ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ნაღმტყორცნიდან ცეცხლი ქართულ სოფელ ხეითიდან გაიხსნა. ქართულ მხარეს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)