skip to content
ახალი ამბები

ატომური ენერგიის საერთაშორიოს სააგენტოს დელეგაცია სოხუმს სტუმრობს

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია რადიოაქტიური ნივთიერების შენახვის პირობების გასაცნობად 7 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვია. 


დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.


დელეგაციის წევრის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიოაქტიური ნივთიერების უსაფრთხოების დეპარტამენტის  ხელმძღვანელის კენჟი მურაკამის განცხადებით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია განისაზღვროს რა სახის და რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერებები არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე და როგორია მათი შენახვის პირობები.  


ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება დე ფაქტო პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან  შეხვედრა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია 19 ივნისს თბილისში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებს აწარმოებდა გაეროს ოფისთან, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ ინსტიტუტში ინპექტირების. არსებობდა ეჭვი, რომ დაკარგულია პლუტონი და ურანი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button