ახალი ამბები

აშშ-მ არუთუნიანს ბუშის მკვლელობის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა

7 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ვლადიმერ ართუნიანს აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების და გამოყენების მუხლებით ბრალდება წაუყენა, იტყობინება “როიტერი“.


ვლადიმერ არუთუნიანს თბილისში 10 მაისს ამერიკის პრეზიდენტის ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს ხელყუმბარის სროლაში ედება ბრალი. არუთუნიანს უკვე წაუყენეს ბრალი თბილისში 10 მაისს მომხდარი ინციდენტისა და ქართველი სამართალდამცავის მკვლელობის მოტივით.


აშშ-ში გასამართლების შემთხვევაში არუთუნიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


“როიტერი“ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა მოიცდის, სანამ არუთუნიანს საქართველოში გაასამართლებენ და შემდეგ გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button