skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი საწვავის ფასის ზრდაზე კომენტარს აკეთებს

საწვავზე გაზრდილი ფასის დაკლების მიზნით “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მწარმოებელთა კავშირმა” საქართველოს მთავრობისგან საწვავზე დაწესებული აქციზის შემცირება ან დროებით გაუქმება მოითხოვა, რაც პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა არ გაიზიარა.


“იმპორტიორებმა მიხედონ თავის საქმეს, ჩვენ მივხედავთ ეკონომიკას. ფასები მალე დასტაბილურდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 6 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთვი2“-ის ეთერში.


საქართველოში წლის დასაწყისიდან ბენზინზე ფასი დაახლოებით 53%-ით გაიზარდა, დიზელის საწვავზე –  40%-ით. ზოგიერთი ექსპერტი ამ პროცესს ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდას უკავშირებს.  ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა ხელოვნურად ხდება.


“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მწარმოებელთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვანო მთავრიშვილმა 5 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფასების ზრდის ტენდენცია თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button