skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მისია ქართულ პოლიციას რეფორმების განხორციელებაში ეხმარება

პოლიციის ექსპერტთა ჯგუფი ეუთოდან დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა და პოლიციაში მიმდინარე რეფორმა განიხილა, იტყობინება ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში.


შსს–ში ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს ხუთთვიანი მოკლევადიანი დახმარების პროგრამა (STAP), რომელიც  ხელს შეუწყობს პოლიციელების მომზადებას და გააძლიერებს პირადი შემადგენლობის მართვის სისტემას. ამ პროგრამით გათვალისწინებულია პოლიციის აკადემიის ახალი ბიბლიოთეკით აღჭურვა.


საქართველოში ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ STAP–ი მისიის მიმდინარე საექსპერტო პაკეტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის მხარდაჭერას პოლიციაში წარმატებული რეფორმების გატარებაში. პროგრამა საფუძვლად დაედება უფრო ფართომასშტაბიან პროექტს – პოლიციის დახმარების პროგრამას,- რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button