ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ქართველ დიპლომატებს ხვდება

დღეს ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაფართოებულ შეხვედრას მართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. მინისტრი ქართველი დიპლომატებისაგან მათი საქმიანიბის შესახებ ანგარიშებს მოისმენს.


შეხვედრაზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე გამახვილდება. კერძოდ, მსჯელობა წარიმართება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  რეგიონალურ თანამშრომლობასა და რუსეთთან ურთიერთობებზე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.


საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, 3 სექტემბერს შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდება, სადაც სამინისტროს შიდა სტრუქტურული საკითხები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button