ახალი ამბები

კობა ბექაური უარყოფს მის წინააღმდეგ კომპრომატების არსებობას

28 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტარმა კობა ბექაურმა უარყო კომპრომატების არსებობა მის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ტელეკომპანია “202“–ის თანადამფუძნებლისთვის შალვა რამიშვილისთვის 100 000 აშშ დოლარი გადაეხადა, რომ “ქართულ მედიაში არსებული კორუფცია ემხილა“.


შალვა რამიშვილი, რომელიც ტელეკომპანია “202“-ის პოპულარული თოქ-შოუ “დებატების“ წამყვანიცაა, 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. სამართალდამცავების თქმით, რამიშვილი ბექაურს მის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა. რამიშვილი ბრალდებას უარყოფს და მას „”პროვოკაციას“ უწოდებს.


“ერთადერთი მიზეზი რატომაც დავთანხმდი გადამეხადა, იყო ქართულ მედიაში კორუფციის გამოვლენა. მე არაფერს არ გადავიხდიდი, რადგანაც უკანონო არაფერი ჩამიდენია“, განაცხადა კობა ბექაურმა.


“რეპორტიორის“ ჟურნალისტები კობა ბექაურის უკანონო საქმიანობის გამოძიებაზე მუშაობდნენ, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკავშირდება. ამ გამოძიების თანახმად, ტერმინალი, რომლის მფლობელიც კობა ბექაურია, საქართველოს საბაჟო სამსახურს აქვს ნაქირავები. “რეპორტიორს“ კონტრაქტი აქვს გაფორმებული ტელეკომპანია “202“-თან, რომლის თანახმადაც მათი საგამოძიებო სიუჟეტები ტელეკომპანია “202“–ის ეთერში უნდა გავიდეს. 


“რეპორტიორის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსს“ განუცხადა, რომ კობა ბექაურმა რამდენჯერმე დაურეკა “რეპორტიორის“ მეორე ჟურნალისტს და მას სიუჟეტზე მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button