ახალი ამბები

თავშეკავებული ოპტიმიზმი მოლაპარაკებების შემდეგ

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდეს

4 აგვისტოს თბილისში გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მხარეების შეფასებით „წარმატებით“ დასრულდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, ხოლო აფხაზურს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხებზე, დევნილების დაბრუნებაზე და საზღვაო აკვატორიაში გემების მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს. გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები სექტემბრის პირველ ნახევარში  უკვე სოხუმში გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ შეთანხმების შესახებ რაიმე დოკუმენტის გაფორმება არ მომხდარა. სერგეი შამბას თქმით, „ასეთი ამოცანა (დოკუმენტის გაფორმება) დღის წესრიგში არc იდგა“.

„ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი“ უწოდა შეხვედრას გაეროს გენერალური მდივნის  პირადმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინმა და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ასეთ ვითარებაში გაგრძელდება მომავალსი შეხვედრები.


„ჩვენ გვაქვს იმედი ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს, ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ყოველ შემთხვევისთვის დღეს ასეთი განწყობა არსებობს. დღეს იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლებელია პროცესების განვითარება“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი შამბამ და აფხაზეთის დელეგაციის სახელით მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს „ასეთი ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრისათვის“.


გიორგი ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარ თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების საკითხი.


უსაფრთხოების საკითხების განხილვას შეხვედრაზე საფუძვლად ედო 2001 წლის იალტის დეკლარაცია, რომელის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მხარეები ვალდებულებას იღებენ საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავებზე, რაც მხარეებმა 4 აგვისტოს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.


„თუ ჩვენ არ გევქნება გარანტია, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და სხვა გზა არც არსებობს, მაშინ რთული იქნება საუბარი სხვა სფეროებში შეთანხმების მიღწევაზე“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


აფხაზური მხარე თანხმობას გამოთქვამს კონფლიქტის ზონაში დევნილების დაბუნებისთვის იხელმძღვანელოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ მომზადებული დოკუმეტით, რაც იძუბელით გადაადგილებულ პირთა აღწერას (მათ შორის იმ დევნილების აღწერას, რომლებიც გალში უკვე დაბრუნდნე) და ამ პირთა შორის გამოკითხვის ჩატარებას ითვალისწინებს. ამ გამოკითხვის მიზანი იქნება დადგინდეს თუ რამდენ ადამიანს სურს დაბრუნება.
 
„დევნილების დაბრუნებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები და სოციალური საკითხების უზრუნველყოფა,“ – განაცხადა შამბამ.


დღევნადელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ერთხმად აღნიშნეს, რომ 3 ივლისს საქართველოს ტეროტორიულ წყლებში მომხდარი ინციდენტის მსგავსი  აღარ უნდა განმეროდეს, მაშინ როდესაც ქართულმა მხარემ უკანონოდ მცურავი თურქული გემი დააკავა და იქ არსებული, აფხაზეთისთვის განკუთვნილი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა. ეს ინციდენტი  მოგვიანებით, 22 ივლისს თბილისში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდა, აფხაზური, კერძოდ კი სერგეი შამბას პროტესტის ნიშნად გამოუცხადებლობის გამო. 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდნეტის ბრძანებით ტვირტი აფხაზურ მხარეს გადეცა. 


გიორგი ხაინდრავას თქმით, მომავალში ექსერტების დონეზე მოხდება საზღვაო აკვატორიაში გემების მიმოსვლის საკითხის განხილვა. „კონკრეტული პოზიცია გვაქვცს ამ საკითხზე, ვთანხმდებით რომ ასეთი ინციდენტი არ უნდა განმეორდეს.  ეს ხელს უშლის მშვიდობინ მოლაპარაკებას“ – განაცხადა ხაინდრავამ.


გიორგი ხაინდრავამ და სერგეი შამბამ პრესკონფერნციაზე ასევე განაცხადეს, რომ შეხვედრაზე საუბარი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იყო, მათ შორის გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე, რასაც ქართული მხარე ბოლო რამდენიმე თველა კატეგორიულად ითხოვს, თუმცა აფხაზური მხარის წინააღმდეგობის გამო უშედეგოდ.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ საკითხებში ურთიერთგაგება არსებობს, თუმცა თუ როდის მოხდება (ოფისის გახსნა), გიორგი ხაინდრავა  კონკრეტულ განცხადებას ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ ამისთვის დროა საჭირო.


„ჩვენ ვხვდებით რომ საჭიროა ცივილიზებული ურთიერთკომპრომისული გზით სიარული. დღეს საინტერესო წინადადებები იქნა წარმოდგენილი რომელიც მომავალში შესაძლოა ოფიციალურ დოკუმენტად გაფორმდეს. არის ერთიანი ხედვა თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები  სხვადასხვა საკითხებში. სამუშაო რეჟიმში კი მივაღწევთ შეთანხმებას და  მოვძებნოთ გამოსავალს“ – დასძინა გიორგი ხაინდრავამ.


იმ შემთხვევაში თუ დიალოგი დღევანდელი შეხვედრის ანალოგიურად წარიმართა მხარეები არ გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერს მომავალში საქართველოს პრეზიდნეტის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პეზიდენტის პირისპირ შეხვედრაც მოჰყვეს.


გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა, რომ მართალია მოლაპარაკებებისას პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, თუმცა „არასვი არ უნდა ჰქონდეს ილუზია რომ ეს პრობლემები ორ დღეში მოგვარდება.“


“ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა თუ ასე მივუდგებით და განვაგრძობთ დიალოგს, აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას ყველა სფეროში“ – განაცხადა შეხვედრის ბოლოს გიორგი ხაინდრავამ და დასძინა, რომ მთავარია შეწყდეს საომარი რიტორიკა ორივე მხრიდან.


მართალია მხარეები მოლაპარაკებების შემდეგ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ 4 აგვისტოს შეხვედრა პოზიტიური დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომში უკვე კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად.

Back to top button