skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსული გაზის ფასების ზრდისთვის მზად უნდა ვიყოთ

17 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში, გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო მზად უნდა დახვდეს რუსეთიდან მოწოდებული გაზის ფასების ზრდას, რომელიც “ყველა ნიშნით ჩანს, რომ მართლაც გაიზრდება“.


პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდაც. “თუ გვინდა, რომ გაზი გვქონდეს, ამაში ფული უნდა გადავიხადოთ“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


რუსეთის სათათბირომ პრემიერ–მინისტრ მიხეილ ფრადკოვს 8 ივლისს ოფიციალურად მიმართა ცალკეული პოსტ–საბჭოთა ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, მისი ევროპულ ფასებთან დაახლოების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button