ახალი ამბები

რუსეთი და ბულგარეთი ხელყუმბარის ინციდენტის თაობაზე “რუსთავი 2“-ის ინფორმაციას აპროტესტებენ

28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელყუმბარის ინციდენტში რუსი ჯარისკაცის მონაწილეობის თაობაზე “მცდარი“ და “ყალბი“ უწოდა, რომელიც, სამინისტროს განცხადებით, “პროსამთავრობო ტელევიზიამ“ გაავრცელა.


გასულ კვირას ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, წყაროს მითითების გარეშე, რომ სავარაუდოდ, რუსმა სამხედრომ ისროლა ხელყუმბარა თავისუფლების მოედანზე, სადაც 10 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოდიოდა.


მოგვიანებით, “რუსთავი 2“-მა გადმოსცა, რომ ქართველი სამრთალდამცავები ეძებდნენ ეჭვმიტანილს, რომელიც სავარაუდოდ ბულგარეთის მოქალაქე იყო. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც ერთი ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.


ბულგარეთის ელჩმა საქართველოში პროტესტი გამოხატა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც “რუსთავი 2“-მა ბოდიში მოიხადა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, იტყობინება ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო.


“ამგვარ არაზუსტ ინფორმაციას შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საქართველოს და ბულგარეთის ურთიერთობებზე“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 27 ივნისს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button