skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი პრივატიზაციის მომხრეა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა 24 ივნისს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში სახელმწიფო საკუთრების მასშტაბები საკმაოდ დიდია და ხელისუფლებამ თავიდან უნდა მოიცილოს ეს ტვირთი.


“ბიზნესში ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება, უნდა გაიყიდოს. მაგრამ ამავე დროს, არის ისეთი რამ, რაც არ უნდა გაიყიდოს… ჩვენ ჯერ-ჯერობით არაფერი არ გაგვიყიდია. ამჟამად საკურორტო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვართ. როგორც იცით, გაგრის საკურურტო ობიექტების უმეტესობა უკვე იჯარით არის გაცემული“, განაცხადა ანქვაბმა. მან აქვე დასძინა, რომ ამ ობიექტების პრივატიზება უფრო მომგებიანი იქნებოდა.


ჟურნალისტის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა ოპონენტების განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც ამჟამინდელი ხელისუფლება ეკონომიკას პოლიტიკაზე მაღლა აყენებს, რითიც ჩრდილავს აფხაზი ხალხის იმ პოლიტიკურ მისწრაფებებს, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს არსებობდა, ანქვაბმა განაცხადა, რომ ეს “მცდარი“ ვარაუდებია.


“ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენი მთავარი პოლიტიკური კურსის გამტარებლები … რომელიც მიმართულია დემოკრატიული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და განვითარებისკენ“, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button