ახალი ამბები

აშშ-ს პრეზიდენტის ძმა თბილისს სტუმრობს

დღეს თბილისში ამერიკელ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტის ძმა ნილ ბუში ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.


ნილ ბუშის განცხადებით, რომელსაც ბიზნესმეთა ფედერაცია მასპინძლობს, საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ბიზნესგარემოს გაცნობაა.


ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანის გიორგი ისაკაძის განცხადებით,  “ეს ვიზიტი კერძო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც მოხდება სხვადასხვა ბიზნესპროექტების გაცნობა“ .


ნილ ბუში თბილისში ერთდღიანი ვიზიტით უკრაინიდან ჩამოვიდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button