ახალი ამბები

მოსკოვი დაიცავს რუს ტურისტებს აფხაზეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი “მიიღებს შესაბამის ზომებს“, რათა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც აფხაზეთს ტურისტული მიზნებით ესტუმრებიან.  


ჟურნალისტის კითხვაზე საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა: „როგორც ცნობილია, ივნისის დასაწყისში, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება [რომ საზღვაო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი დახურულია ყველანაირი საზღვაო მოძრაობისთვის]. ამ განცხადებამ აფხაზეთის ხელისუფლების შემაშფოთებელი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც ეს მიიღო როგორც ძალის შესაძლო გამოყენების სიგნალი, რაც, თავისთავად, გაართულებს ურთიერთობებს თბილისსა და სოხუმს შორის.


უნდა გავიხსენოთ, რომ გასული წლის ზაფხულში აფხაზეთისთვის დე ფაქტო საზღვაო ბლოკადის ძალით დამყარების მცდელობებმა გამოიწვია დაძაბულობის გამწვავება და სამშვიდობო პროცესის შეჩერება, რაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აღდგა.


რუსული მხარე, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ყურადღებას ამახვილებს რაიმე პროვოკაციული ქმედებების დაუშვებლობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის შავი ზღვის ამ ნაწილში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button