
გაზეთის ცნობით, მანგანუმზე ფასების დაცემამ “ევრაზჰოლდინგს“ გარიგებაზე უარი ათქმევინა
რუსული ფინანსური გაზეთი “ვედომოსტი“ იტყობინება, რომ “ჭიათურმანგანუმის“ შესყიდვაზე რუსული “ევრაზიაჰოლდინგის“ უარი განაპირობა მანგანუმის ფასების დაცემამ, რაც გავლენას მოახდენდა ჭიათურის ქარხნის რენტაბელობაზე.
სანაცვლოდ, “ევრაზიაჰოლდინგი“ გეგმავს თავისი ფონდები ჩეხეთის ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში Vitkovice Steel-ში ჩადოს. ჩეხეთის მთავრობამ 20 ივნისს განაცხადა, რომ Mastercroft-მა – “ევრაზჰოლდინგის“ წევრმა კომპანიამ გაიმარჯვა საპრივატიზაციო ტენდერში, რომლის ღირებულებაც 286.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფინანსურმა ანალიტიკოსებმა “ვედომოსტი“-ს განუცხადეს, რომ გასული წლის სექტემბრიდან მანგანუმის ფასი ჩინეთის ბაზარზე ერთ ტონაზე 1,600 აშშ დოლარიდან 950-მდე დაეცა. ამგვარ საბაზრო პირობებში, “ჭიათურმანგანუმში“ ინვესტიციის განხორციელება აღარ იძლევა მოგების გარანტიას.
Vitkovice Steel ევროპაში ფოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. “ევრაზჰოლდინგის“ აქციების 8.3% ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო, თუმცა კომპანიას ევროპის ბაზარზე თავისი საქმიანობის გაფართოების იმედი აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)