ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი: ევროკავშირი–საქართველოს სამოქმედო გეგმა მთავარი პრიორიტეტია

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დონალდ მაკლარენმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ბრიტანეთის საელჩოს მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირი–საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა იქნება. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისში ექვსი თვით ჩაიბარებს.


ბრიტანეთის ელჩი დედოფალ ელიზაბეტ II–ის 79 წლის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე გამოვიდა სიტყვით.   


“ეს [სამოქმედო გეგმა] არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ბრიუსელის დოკუმენტი. გვინდა, რომ ის უფრო რეალისტური და მოქმედებებზე ორიენტირებული იყოს. ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქოდეს პოლიტიკური და არა უბრალოდ ტექნიკური შინაარსი და საჭირო ყურადღება მიექცეს კოფლიქტების მოგვარებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, განაცხადა ელჩმა დონალდ მაკლარენმა. მან აქვე დასძინა, რომ “საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“ ამ კონფლიქტებს.


ევროკომიისიამ მარტის დასაწყისში გასცა რეკომედაცია, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის მიერ გასაზღვრული სამოქმედო გეგმის მთავარი მიზნებია:


• კანონის უზენაესობის პატივისცემის გაღრმავება (სასამართლო რეფორმა, სამართალდამცავი სტრუქტურები, პენიტეციალური სისტემა) და ადამიანთა უფლებების დაცვის გაძლიერება;
• დემოკრატიული სტრუქტურებისა და პლურალიზმის გაძლიერება (პარლამენტის რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმირება, საარჩევნო რეფორმა);
• ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება და სახელმწიფო სექტორის მოდერნიზება;
• საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციების და კანონმდებლობის რეფორმირება, კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
• გამჭვირვალე საპრივატიზაციო პროცესი;
• სიღარიბის დაძლევაში, მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაში პროგრესის მიღწევა;
• კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონალური თაამშრომლობის გაფართოებაში პროგრესის მიღწევა;
• საჭიროა ფრთხილი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელების მხარდასაჭერად.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button