ახალი ამბები

ბაზებზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები მომავალ კვირას მოსკოვში გაგრძელდება

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასრულდა სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 30 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი განცხადების იურიდიულად გაფორმების დეტალებზე გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებები.


რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის იგროს სავოლსკის განცხადებით, “დოკუმენტის ძირითად ტექსტი შეთანხმებულია და გამართულია იურიდიულ ენაზე“.


“არის რამოდენიმე პრობლემა, რაც ექსპერტულ მუშაობას საჭიროებს და შევთანხმდით, რომ დამატებითი შეხვედრა მომავალ კვირას მოსკოვში შედგება“, განაცხადა შეხვედრის შემდეგ იგორ სავოლსკიმ, რომელიც ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს დღეს შეუერთდა.


ქართული მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა. 


“თვის ბოლოს დოკუმენტი იქნება მზად ხელმოსაწერად, მოლაპარაკებების პროცესი ჯდება იმ ვადებში, რაც წინასწარ იყო გათვლილი“, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მერაბ ანთაძემ.
 
თბილისში ბაზებზე მოლაპარაკებები 8–9 ივნისს ორი ქვეყნის ექსპერტთა დონეზე დაიწყო და 10 ივნისს დელეგაციების დონეზე გაგრძელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button