ახალი ამბები

ბაზების გაყვანის დეტალებზე ქართველი და რუსი ექსპერტები მსჯელობენ

8-9 ივნისს თბილისში მიმდინარეობს სამხედრო საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ექსპერტთა შეხვედრა, სადაც განხილული იქნება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის პროცესის ტექნიკური დეტალები, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადების  შესაბამისად.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ექსპერტთა დონეზე კონსულტაციები, 10 ივნისს შედგება შეხვედრა სახელმწიფო დელეგაციების დონეზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button