ახალი ამბები

შსს: ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს კრიმინოგენულ სიტუაციას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცხივალის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკოტროლებს კრიმინოგენულ ვითარებას კონფლიქტის ზონაში. მისი თქმით, როგორც ქართველი, ისე ოსი სამართალდამცავებისათვის ცნობილია იმ ჯგუფის ვინაობა, რომელმაც 6 ივნისს გაუჩინარებული ოთხი ქართველი გაიტაცა.


“მოვუწოდებთ ამ ჯგუფს დაუყოვებლივ გაათავისუფლონ გატაცებულები“, აცხადებს ბიძინა ბრეგაძე.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს მოქალაქეებს კრიმინოგენული ვითარების გამწვავების გამო თავი შეიკავონ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებისაგან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button