ახალი ამბები

საქართველო ნატოს წევრებთან ერთად ლიტვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს

ლიტვაში 6-18 ივნისს მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები “Amber Hope 2005“ იმართება, სადაც ნატოს წევრ 10 სახელმწიფოსთან ერთად მონაწილეობას საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებიც იღებენ.


ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 2,200 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას აზერბაიჯანიდან, კანადიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.


წვრთნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ურთიერთქმედების განვითარება ნატოსა და “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნატოს პროგრამის მონაწილეებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button