ახალი ამბები

ტალიავინი სოხუმში ბაღაფშს შეხვდა

სოხუმში ვიზიტით მყოფი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, სადაც განიხილეს 15–16 ივნისს სოჭის მოლაპარაკებათა ფორმატში მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის დეტალები.


2003 წლის სოჭის შეთანხმება აფხაზეთის გავლით თბილისი–მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებასა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 


ჰეიდი ტაიავინმა კვლავ დააყენა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის საკითხი. თუმცა “აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტს არამიზანშეწონილად მიაჩნია ამგვარი ოფისის გალში გახსნა, როცა მსგავსი უკვე ფუნქციონირებს სოხუმში“, იუწყება “რეგნუმი“ 6 ივნისს.


ბაღაფშის აზრით, გაეროს სამოქალაქო პოლიციის გალში მიწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან “აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები ყველა ზომას იღებენ რაიონში კრიმინოგენული სიტუაციის გამოსასწორებლად“, იუწყება “რეგნუმი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გაცხადებით, შუა ივლისში ასევე იგეგმება ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრა, სადაც განიხილება უსაფრთხოების საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button