ახალი ამბები

მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციას კონფერენცია მიეძღვნა

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  გოგა ხაინდრავასა და უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI) ერთობლივი ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაზე მაჰმადიან მესხთა საქართველოში რეპატრიაციის პრობლემატიკაზე იმსჯელეს. 


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეისათვის უცნობია ზუსტი რაოდენობა საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული იმ მაჰმადიანი მესხებისა, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.


ხაინდრავას განცხადებით, მაჰმადიანი მესხების საქართველოში რეპარტიაციისას მათი ერთ რეგიონში, კომპაქტურად ჩასახლება არ განიხილება.


“[ჩასახლების ადგილად] მესხეთიც უნდა განიხილებოდეს და სამცხე-ჯავახეთიც, ისევე როგორც გურია, იმერეთი ან კახეთი“, განაცხადა  ხაინდრავამ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს მაჰმადიან მესხთა ჩამოსახლებით არანაირი საფრთხე არ ექმნება. 


საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა ვალდებულება საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე. ეს პროცესი  2012 წლამდე უნდა დასრულდეს.  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც გოგა ხაინდრავა ხელმძღვანელობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button