ახალი ამბები

სტიქიამ აღმოსავლეთ საქართველო დააზარალა

გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები დაზარალდა. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო–სამეურნეო მიწები. 


წყალდიდობამ რამოდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.  არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაც. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მცხეთა–მთიანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ჟინვალის წყალსაცავში, რომელიც თბილისიდან 70– 80 კმ–ის დაშორებით მდებარეობს, წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს აღწევს.


ჯერ-ჯერობით სტიქიით მიყენებული ზარალის დადგენა ვერ ხერხდება.


მიმდინარე წელს წყალდიდობით გამოწვეული ეს უკვე მეორე სტიქიური უბედურებაა. აპრილის ბოლოს წყალდიდობამ 40 მლნ ლარის ზარალი მიაყენა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button