ახალი ამბები

ბრიუსელში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელებენ

ბრიუსელში 6-12 ივნისს ბრიტანული ორგანიზაცია “სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით ქართული და ოსური დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, სადაც  ექსპერტების მონაწილეობით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებს განიხილავენ.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელის შეხვედრაზე განიხილება ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივები, ეკონომიკური თანამშრომლობა, კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე განიხილება კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი რესტიტუციის კანონმდებლობის შექმნის საკითხიც.


ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს. მოგვიანებით, 9 ივნისს ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც ჩავა.


ასევე დაგეგმილია ქართული და ოსური დელეგაციების ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button