ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა ჯონ ტეფტი საქართველოში ელჩად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ჯონ ტეფტი 26 მაისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად დაამტკიცა.


ჯონ ტეფტი, რომელიც ვირჯინიის შტატში დაიბადა, ახალ თანამდებობამდე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა. მას დიპლომატიურ სამსახურში 33-წლიანი გამოცდილება აქვს, იგი მსახურობდა იერუსალიმში, უნგრეთში, იტალიაში, რუსეთში და ლიტვაში. ჯონ ტეფტი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ მაილსს შეცვლის, რომელსაც როტაციის ვადა უკვე გაუვიდა.  


ჯონ ტეფტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 24 მაისს გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს, რომელსაც “აშშ-ის პრეზიდენტის დემოკრატიის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, დიდი წარმატების ისტორია აქვს, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა “ვარდების რევოლუციის დაპირებები ასრულდეს“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button