skip to content
ახალი ამბები

ეუთო მზად არის გუდაუთის ბაზაზე მონიტორინგი განახორციელოს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა 31 მაისს განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის რუსეთის ყოფილ ბაზაზე გუდაუთაში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარეობს, საერთაშორისო მონიტორინგი განახორციელოს.  


რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში 30 მაისს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა გუდაუთის ბაზაზე ეუთოს ეგიდით საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე. რუსეთი აცხადებს, რომ მან უკვე დახურა თავისი ბაზა გუდაუთაში, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებდა; თუმცა, საქართველო დაჟინებით ითხოვს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას.


“მზად ვართ ხელი შევუწყოთ ეუთოს აქტიურ ჩართვას მონიტორინგის მხარდაჭერის საქმეში, თუ ამას შესაბამისი მხარეები მოითხოვენ“, განაცხადა დიმიტრი რუპელმა სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button