ახალი ამბები

ოპოზიცია ანტიტერორისტულ ცენტრებზე მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პარლამენტარები ოპოზიციური პარტიებიდან “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები”  მიესალმნენ რა თბილისსა და მოსკოვს შორის 30 მაისს ბაზებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილე გამოიჩინოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის მიმართ.


“ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბაზები უფრო მეტი საფრთხის შემცველი ანტიტერორისტული ცენტრებით არ ჩაანაცვლოს“, განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 31 მაისს.


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის დეტალებზე შეთანხმებას მხარეები უახლოეს პერიოდში მიაღწევენ, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმის სამხედრო ბაზის პერსონალისა და აღჭურვილობის ნაწილი ცენტრის შესაქმნელად იქნება გამოყენებული.

“მე ნამდვილად არ მინდა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაანაცვლონ რუსეთის ჯარები ბათუმში”, განაცხადა “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button