ახალი ამბები

თბილისს ლიტვისა და რუმინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ეწვევიან

დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ლიტვის თავდაცვის მინისტრი გედიმინას კირკილასი ჩამოვა. ვიზიტის ფარგლები მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის ქართველ კოლეგას და გენერალური შტაბის უფროსს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი შეეხება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.


დღესვე ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდის რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იონ-მირჩა პლანგუ. იგი შეხვედრებს გამართავს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, გენერალური შტაბის უფროსთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან. ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარესთან და დაზვერვის დეპარტამენტის უფროსთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button