ახალი ამბები

მოსკოვმა ბუშის ლატვიასა და საქართველოში ვიზიტი გააპროტესტა

The New York Times-ის მიერ 5 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს საპროტესტო წერილი გაუგზავნა მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში პრეზიდენტი ბუში რუსეთის გარდა, საქართველოს და ლატვიასაც ეწვევა.


The New York Times-ის ცნობით, სერგეი ლავროვის ამ „უჩვეულო ნაბიჯის“ საპასუხოდ კონდოლიზა რაისმა „სწრაფადვე უპასუხა, რომ ბატონ ბუშს შეუძლია ესტუმროს იმ ქვეყანას, რომელსაც მოისურვებს“.


ინფორმაცია ბუშის ლატვიაში, ნიდერლანდებში, რუსეთსა და საქართველოში ვიზიტის თაობაზე თეთრმა სახლმა 24 მარტს გაავრცელა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button