ახალი ამბები

მთავრობა ლიცენზიების რაოდენობას ამცირებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 2 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა მიმდინარე კვირას პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცესის გამარტივებას ითვალისწინებს. 


მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ლიცენზიების რაოდენობა არსებული 909-დან 150-მდე შემცირდება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირებს, ვისაც სურთ თავიანთი ბიზნესის დარეგისტრირება, აღარ მოუწევთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მისვლა ლიცენზიებისთვის, რადგანაც ამის საშუალება ერთ სტრუქტურაში ექნებათ.


ბენდუქიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ ბიზნესმენის მოთხოვნა ლიცენზიაზე ერთი თვის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს. თუ ამ ვადაში პასუხი არ იქნება მიღებული, მეწარმეს ექნება უფლება ოფიციალური პასუხის გარეშე დაიწყოს ბიზნესი, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button