ახალი ამბები

ხაინდრავამ რუპელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა გააცნო

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა დღეს თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავჯდომარეს და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი რუპელს შეხვდა, სადაც საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.

გოგა ხაინდრავამ შეხვედრაზე დიმიტრი რუპელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო გეგმა გააცნო, რომელიც შემდეგი სამი ეტაპისაგან შედგება: პირველი – ეუთოს მონაწილეობით რეგიონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია; მეორე – სარეაბილიტაციო პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობა; მესამე – პოლიტიკური დიალოგისა და რეგიონის სტატუსზე მოლაპარაკებების წარმართვა.
 
შეხვედრაზე გიოგრი ხაინდრავამ როკის გვირაბის ეუთოსა და შერეული სამშვიდობო ძალების მიერ ერთობლივად გაკონტროლების წინადადება დააყენა.


სახელმწიფო მინისტრმა ასევე მოუწოდა ეუთოს აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button