ახალი ამბები

სამედიცინო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას განცხადებით, პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ხეცურიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


კახა ლომაიამ პრეზიდენტს ამ თხოვნით 21 მარტს მიმართა და ამის მიზეზად სამედიცინო უნივერსიტეტში არასწორი რეფორის გატარება და ფინანსური მაქინაციები დაასახელა


ლომაიას თქმით, რექტორის მოვალეობას პროფესორი დავით თელია შეასრულებს.

Back to top button